aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ს კონგრესში მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის 250 მილიონის გამოყოფას

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით 250 მილიონი დოლარის გამოყოფას.

უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტით გათვალისწინებულია კიბერუსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა, მათ შორის უკრაინის დახმარება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კიბერთავდასხმებისგან თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, სახელმწიფო ორგანოების კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოება, რუსულ საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირება.

დოკუმენტს მხარი სენატმაც უნდა დაუჭიროს, რომელიც კანონპროექტის თავის ვერსიას განიხილავს. ვიდრე, ინიციატივა პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება, ორივე დოკუმენტი უნდა შეჯერდეს და გაერთიანდეს.

მაისის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე გადასცა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინი“. შეთანხმების მიხედვით, უკრაინა „ჯაველინებს“ მხოლოდ თავდაცვისთვის გამოიყენებს.

იტვირთბა....