aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აშშ-ს ბიუჯეტი დამტკიცდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

BBC-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დღეს დაამტკიცა ფედერალური ბიუჯეტის პროექტი, რომლის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში კიდევ 300 მილიარდი დოლარით გაიზრდება დასაშვები სახელმწიფო ხარჯების ლიმიტი.

დოკუმენტს მხარი 240-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 186-ის წინააღმდეგ. აშშ-ის სენატმა რამდენიმე საათით ადრე, ბიუჯეტის პროექტი 71 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

სენატში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნა.

კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს დონალდ ტრამპმა. ბიუჯეტის ძალაში შესვლისთანავე მუშაობას განაახლებენ სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში მეორედ აღმოჩნდნენ ე.წ. შათდაუნის მდგომარეობაში.

მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ბიუჯეტის დამტკიცება მეორე მცდელობითაც ვერ შეძლო. შედეგად, ქვეყნის მთავრობა მუშაობას ისევ შეწყვიტა. აშშ-ში ეს უკვე რიგით მეორე ე.წ. შათდაუნი იყო მიმდინარე წელს.

მთავრობის მუშაობა რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. მოგვიანებით, კი დროებითი ბიუჯეტი მიიღეს, რომლის ვადაც 8 თებერვალს ამოიწურა.

 

 

 

 

იტვირთბა....