aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

აშშ-ს ადმინისტრაცია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ტრადიციულ ბრიფინგზე “რუსთავი 2”-ს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სააპელაციო პროცესის დაწყებამდე “რუსთავი-2”-ის მმართველობის შეცვლის მცდელობებს ღრმა პოლიტიკური შედეგები ექნება.
“შეერთებული შტატები შეშფოთებულია “რუსთავის 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლებით და იმის მნიშვნელობით, თუ რამდენად მნიშვნლოვანია საქართველოში მედია თავისუფლების, პოლიტიკურ პლურალიზმსა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.
“ბევრჯერ განვაცხადეთ ამ საკითხზე საუბრისას, რომ მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა – ნებისმიერი დემოკრატიის მთავარი საფუძველია და კვლავ გადამწყვეტი რჩება საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩვენ ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ 2 ნოემბერს, აშშ_საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე და ამის შესახებ როგორც პირადად, ისე საჯაროდ, ჩვენმა ელჩმა თბილისში უკვე ისაუბრა. მინდა შეგახსენოთ ელჩ კელის განცხადება და ჩვენი საერთო განცხადებაც ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად, რომელიც მანამდე გამოქვეყნდა”, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ჟურნალისტმა კირბის შეახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ენტონი ბლინკენის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. ჟურნალისტმა ჰკითხა კირბის, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ან ზოგადად, ინტეგრაციის პროცესი, რაზეც ჯონ კირბიმ უპასუხა, რომ არ სურს, ამ ფორმატში “შესაძლო შედეგებზე ისაუბროს”.
“ვფიქრობ, ჩვენ გვსურს ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს”, – განაცხადა კირბიმ.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ -ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა. ტელეკომპანიის დროებით მმართველებათ კი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. მოსამართლის ეს განჩინება საჯარო რეესტრს ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა წარუდგინეს და მისი დაჩქარებული წესით რეგისტრაცია მოითხოვეს. ამავე განჩინების მეთორმეტე პუნქტის მიხედვით, ურთმელიძის ზემოთ ნახსენები განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

იტვირთბა....