aviabiletebi
მედია მთავარი

აშშ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროსაბჭოს განგაშს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მხარი აუბა

„ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენი პოზიცია, საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება” –  სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დეპარტამენტის ამ განცხადებას  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უპასუხა. „ რუსთავი 2 მუშაობს და ხელს არავინ გიშლით და არც არავინ შეგიშლით, რადგან ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მედია იყოს თავისუფალი. რაც შეეხება კერძო პირებს შორის დავას, ამისთვის საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მას შევისწავლით, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტს ალბათ, აცნობებენ შესაბამისი უწყებები, რომ მთავრობის მხრიდან არანაირი ჩარევა  არ ხდება.“ – განაცხადა ხადურმა

ჩვენთან საუბარში ნაციონალური მოძრაობის წევრმა  სერგო რატიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით  კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ  ივანიშვლის რეჟიმის ქმდებებით საერთაშორისო საზოგადოებაც შეშფოთებულია.

პარლამენტის უმცირესობის წევრის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებული მოვლენებისა და ახლანდელ სასამართლო პროცესს შორის პარალელის გავლება არ შეიძლება,  რადგან მაშინ პრეზიდენტი გადადგა.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადებამდე, ევროსაბჭომაც გამოთქვა განგაში ქართულ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით. ევროსაბჭო მაშინ “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას დაეყრდნო, რომელიც დეტალურად იხილავდა რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებს. ასოციაცია მიანიშნებდა, რუსთავი 2-ის გადაცემების დახურვის და თანამშრომლების დათხოვნის რისკზე და მოუწოდებდა მთავრობას, მფლობელებს შორის დავის გამჭვირვალე განხილვისკენ, პოლიტიკური ჩაურევლობის და ჟურნალისტთა შრომითი და პროფესიული უფლებების დაცვის უზრუნველყოფისკენ.

საქართველოს მთავრობამ ოფიციალურ პასუხში განაცხადა, დავაში არცერთი მხარე არ უჭირავს და რომ დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველოს მთავრობა მიუთითებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ორ ანგარიშზე და აღნიშნავს, რომ მას სურს შეწყვიტოს წინა მთავრობის ჩარევის პრაქტიკა რუსთავი 2-ის მფლობელობაზე და სურს სასამართლომ გადაწყვიტოს ვინ არის ნამდვილი მფლობელი.

იტვირთბა....