aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სალომე ზურაბიშვლთან თანამშრომლობას ელოდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, რობერტ პალადინოს განცხადებით, აშშ საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ელოდება.

„აშშ ელოდება საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას და საქართველოსთან მნიშვნელოვანი ორმხრივი და რეგიონული საკითხების ფართო სპექტრზე მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს კონტრიბუციის მხრივ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯჯვა.

 

იტვირთბა....