aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

აღმაშენებლის ხეივანში გზაზე გადამავალ დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოშია მოთავსებული.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ”ბე ემ ვეს” მარკის ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.

შემთხვევის გამო აღმაშენებლის ხეივანში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც “მეტერონომს” შსს-ს პრესამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....