aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აღდგომის შემდეგ “პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში წასვლას გეგმავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მოსკოვში ვიზიტით გამგზავრებას აპირებენ. ფრაქციის წევრი ადა მარშანია სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მარშანიამ აღნიშნა, რომ კარგია, სამშვიდობო ნაბიჯების კონკრეტული გეგმა დაიდოს, რომელმაც საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტამდე მიიყვანს. ინფორმაცია „პირველი არხი“ ავრცელებს.

„ეს დამატებითი ბერკეტები, მექანიზმები კარგი შეთავაზებებია, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ხელისუფლებისგან ელოდება, რომ ის კონცეფციას, სრულ გეგმასა და ხედვას დადებს იმისა, თუ როგორ ხედავს ქვეყნის გამთლიანებას. მთავარი ესაა.

შემოთავაზებული დამატებითი სიკეთეებია, თუმცა ეს არ არის სტრატეგიული გეგმა იმისა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. იმისთვის, რომ ხელი არ შეგვეშალოს, უპირველესად, რუსულ მხარესთან უნდა ვმუშაობდეთ, რასაც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია აკეთებს.

ამ დღესასწაულების მერე, მოსკოვში ვიზიტი გვაქვს დაგეგმილი. ფრაქციის წევრები იმავე შემადგენლობით წავალთ, როგორც აქამდე ვიყავით“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

შეგახენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა –  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;  მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;  მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ

იტვირთბა....