aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პოლიტოლოგი: “საქართველოს მხრიდან იერუსალიმის აღიარებას აფხაზეთ-ცხინვალის აღიარება მოჰყვება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე აცხადებს, რომ “თუკი საქართველოს მხრიდან, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას, უმალ მოყვება აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებლობის აღიარება” არაბული სახელმწიფოების მხრიდან”. მისი თქმით, ჩვენთან არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ელემენტარული პოლიტიკური კონტექსტი არ ესმით.

“საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი “გამჭრიახე” წევრის საყურადღებოდ, რომლებმაც “დაუფიქრებლად” განაცხადეს, რომ საქართველომ აშშ-ის მსგავსად დაუყოვნებლივ უნდა ცნოს ქალაქი იერუსალიმი ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად! სამწუხაროდ, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არიან “პოლიტიკოსები”, რომლებსაც არ ესმით ელემენტარული პოლიტიკური კონტექსტი, რომ საქართველოს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას, რისკენაც ისინი მოუწოდებენ ქართულ სახელმწიფოს, აუცილებლად მოყვება აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებლობის აღიარება” არაბული სახელმწიფოების მხრიდან და სრულიად შესაძლებელია, სხვა მუსლიმური ქვეყნებიც შეუერთდნენ მათ, მაგალითად, ირანი და თურქეთი!!!… „- განაცხადა კირვალიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას მხარი დაუჭირა. საქართველოში კი რიგი პოლიტიკოსები უკვე ალაპარკდნენ იმაზე, რომ ამ ინიციატივას ქართულმა მხარემ ადექვატურად უნდა უპასუხოს.

იტვირთბა....