aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აფხაზეთის რკინიგზის საკითხი არ განიხილება და ამ საკითხზე არც სომხეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრებზე ყოფილა საუბარი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე “ნაციონალურ მოძრაობის” განცხადებას აფხაზეთის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით პასუხობს. მისი განმარტებით,  აფხაზეთის რკინიგზის საკითხი არ განიხილება და ამ საკითხზე არც სომხეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრებზე ყოფილა საუბარი. „ოპოზიცია ტყუის“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან. საპარლამენტო უმრავლესობაშიც ამბობენ, რომ რკინიგზის აღდგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა საქართველოს დეოკუოპაცია მოხდება.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა იგეგმება. ნიკა რურუას განმარტებით, ამას რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერის განცხადება მოწმობს. კარენ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ ლარსის ალტერნატიული ეკონომიკური გზა გაიხსნება. რურუას თქმით, სწორედ სომხეთის პრემიერის ვიზიტი სწორედ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს ეხებოდა.

იტვირთბა....