aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირი ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული ქართველი მებრძოლის მიხეილ ჯინჭარაძის ნეშტი დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა.

ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მიხეილ ჯინჭარაძე ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მიხეილ ჯინჭარაძე 1992 წლის 2 ოქტომბერს ადმინისტრაციული შენობის დაცვის დროს მოკლეს. ის აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატად 1991 წლის სექტემბერში აირჩიეს. ის ასევე გაგრის ვიცემერი და გაგრის უშიშროების საბჭოს კომისიის წევრი იყო.

ნეშტის თბილისში ოჯახის წევრების მოთხოვნით 22 დეკემბერს გადმოასვენეს. როგორც მიხეილ ჯინჭარაძის შვილმა, ალექსანდრე ჯინჭარაძემ განაცხადა, აფხაზეთში მცხოვრები ნათესავების, ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დახმარებით, მამის ცხედრის გადმოსვენება 25 წლის შემდეგ შეძლეს.

იტვირთბა....