aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

დაღესტანში მომხდარი აფეთქების შედეგად სკოლის მოსწავლე დაიღუპა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაღესტანის სოფელ აღვალში ყუმბარის აფეთქების შედეგად სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა chernovik.net იტყობინება.

წინასწარი ინფორმაციით ყუმბარა სოფლის კომპიუტერების დარბაზში აფეთქდა. ჭრილობები მიიღო კიდევ რვა ადამიანმა. სკოლის ორი მოსწავლე მძიმე მდგომარეობაშია.

რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი იარაღთან გაუფრთხილებელი მოქცევა გახდა. როგორც ირკვევა, მე-8 კლასის მოსწავლეს ხელყუმბარა ჰქონდა. მედიის ცნობით, საკლასო ოთახში სწორედ ეს ხელყუმბარა აფეთქდა.

იტვირთბა....