aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

„აუხსენით ხალხს, რა ხდება, მართლა და მართლა!“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

კინოკრიტიკოსი, გოგი გვახარია, სოციალურ ქსელში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ვიზის შეზღუდვის შესახებ წერს:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს, ექიმებს..იმ ხალხს, ვისაც პასპორტში შენგენის სამწლიანი ვიზები ჰქონდა საელჩოები უარს ეუბნებიან მრავალჯერად ვიზებზე და ერთკვირიან, ორკვირიან ვიზებს აძლევენ რიგში დგომის, ანკეტების შევსების და ლოდინის შემდეგ. ნუ დააბრალებთ ახალ საემიგრაციო პოლიტიკას. აგერ რუსეთის მოქალაქეებს საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი 1 დღეში(!) აძლევს ხუთწლიან მულტივიზებს. იზრუნეთ თქვენს მოქალაქეებზე, დაინტერესდით, აუხსენით ხალხს რა ხდება მართლა და მართლა“.

მოგვიანებით გოგი გვახარიამ პოსტს კომენტარი დაურთო:

„ხელშეკრულებაში მითითებულია რომ ჟურნალისტებმა არ უნდა გადაიხადონ სავიზო მოსაკრებელი.. მაგრამ მაინც ახდევინებენ.“

გვახარიას პოსტს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ლევან ბერძენიშვილიც გამოეხმაურა:

„გერმანიის საელჩომ ჩემს თანაშემწეს, რომელმაც მიუნსტერის უნივერსიტეტი დაამთავრა და რომლისთვისაც პარლამენტმა ერთწლიანი ვიზა ითხოვა, ორდღიანი (!) ვიზა მისცა.“

შეგახსენებთ, რომ „მეტრონომმა“ “new life global network“-ის დამფუძნებელთან, მარიამ კუკუნაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კუკუნაშვილი იტალიის საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ  ვიზის არ გაცემაზე საუბრობს.

იტვირთბა....