aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასე როგორ მიგვაჩვიეს ამ დაარქივებული მასალების სკივრებიდან გამოგდებას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

“ამ დღეების ამბებიდან მთავარი რა საფრთხეც გამოჩნდა: როცა საჭიროდ თვლიან, მაშინ უქვეყნებენ ადამიანებს რაღაც კადრებს და როცა საჭიროა და აუცილებელი, მაშინ არ რეაგირებენ ამ კადრებზე. საერთოდ, ბოლო დღეებმა დამანახა, რომ რაღაც კადრებს (რომელიც თურმე ხუთი თვის წინანდელია და რატომღაც ამ ხუთი თვის განმავლობაში, ეს კაცი ისე იყო კონტროლის პალატის თავმჯდომარე, დაკითხულიც კი არ ყოლიათ), რაღაც პირადი ცხოვრების მასალის არსებობის შეხსენებას (რაც დეკანოზ მამალაძის პროცესზე მოხდა) მაშინ იწყებენ, როცა მოუნდებათ… ნეტა, შარშან, მარტში, მე ( და სხვებს) რომ გვემუქრებოდნენ პირადი კადრებით, მაშინ რისთვის დასჭირდათ და კონკრეტულად ვის დასჭირდა? ყველაზე საშინელება ჩემთვის ეს მიჩქმალული და კარგად დაარქივებული მასალებია, რომელსაც საჭიროების დროს იყენებენ და მართლა მაინტერესებს, თუნდაც თორდია ან კუბლაშვილი რატომ არავინ დაკითხა, თუ საქმე მართლა აღძრული იყო? არა, მე კი მაქვს ჩემი ვერსია, მაგრამ, ასე როგორ მიგვაჩვიეს ამ დაარქივებული მასალების სკივრებიდან გამოგდებას და ჩვენც როგორ მივეჩვიეთ, სამწუხაროდ,”- წერს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას განცხადებით, 12 მაისს კლუბ „ელ ცენტროში“ მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო მასთან ერთად ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელიც იმყოფებოდა და ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....