aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასეთი ცუდი შეფასება “ოცნების” ჩატარებულ არცერთ არჩევნებს არ ქონია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ვინ მივიდა, ვინ – არა, აღრიცხვა დაუშვებელიაო, ადამიანების მონაცემების შეკრება არ შეიძლებაო, მედია პოლარიზებული და პარტიულიაო, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებთო და შედეგი გაქვთ სრული ერთპარტიული მმართველობა, რაც დემოკრატიასთან ვერ მოდისო”,- თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამ განცხადებით თვითმმართველობის ჩატარებულ არჩევნებს და მასზე გაკეთებულ შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ყველამ, ვისი აზრიც ამ ქვეყნისთვის წესით საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ასე გვითხრა და ვისაც უხარია, რა და რატომ უხარია, გარდა იმისა რომ პოზიტიური რიცხვები აქვთ, გამაგებინოს ვინმემ.
სიმართლე ის არის, რომ ასეთი ცუდი შეფასება “ოცნების” ჩატარებულ არცერთ არჩევნებს არ ქონია.”- წერს ხიდაშელი.

ცესკო-ს ამდრომდე გამოქვეყნებული მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 811 682 (55.66 %);

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 248 615 (17.05 %);

„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 153 264(10.51 %);

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 95 212(6.53 %);

იტვირთბა....