aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ნაჩვენები იყო კადრები, რომლებზეც ასახულია კლუბებში ნარკოტიკების გასაღების ფაქტები”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, “თეთრ ხმაურთან” შეხვედრის დროს ნაჩვენები იყო კადრები, რომლებზეც ასახულია კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტები. თუმცა, როგორც ბექა წიქარიშვილი აცხადებს, საუბარია კლუბის გარე პერიმეტრზე არსებულ გარკვეულ ფაქტებზე.
“ვფიქრობ, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ დამაჯერებელი არგუმენტები და ამ ადამიანებს ვაჩვენეთ მტკიცებულებები. მათ წარვუდგინეთ ვიდეო-მასალა, სადაც ასახული იყო უშუალოდ კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების არაერთი ფაქტი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
“რომ გითხრათ, შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ასე არ არის, ნარკოპოლიტიკის საკითხს შევხედავთ, ჩვენ მოვითხოვეთ ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა ამ საკითხში. ფაქტობრივად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადაცდომებს დავუმტკიცებთ. ჩვენ გვაქვს კადრები, დავიწყებთ მობილიზებას და შევეცდებით ეს ყველაფერი დავამტკიცოთ“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

შეგახსენებთ, ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, რუსთაველზე დაწყებული აქცია, შს მინისტრმა მოლაპარაკებების და დაპირებების მოტივით დაშალა. უკვე გაიმართა შეხვედრა, თუმცა, როგორც ჩანს მეორე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩა. მანამდე მათ დააანონსე, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს აქციები შესაძლოა გაგრძელდეს.

იტვირთბა....