aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

სიცრუის უარყოფა: “ასავალ-დასავალმა” სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ასავალ-დასავალმა“ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულა და საჯაროდ უარყო 2014 წელს გამოცემის სხვადასხვა ნომერში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია “თიბისი ბანკისა” და მამუკა ხაზარაძის შესახებ.

გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთმა მის მიერ გამოქვეყნებული სიცრუე უარყო იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით, რა ფორმითაც მანამდე ავრცელებდა ინფორმაციას.
“თიბისი ბანკმა” და მამუკა ხაზარაძემ „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ სარჩელი 2014 წლის თებერვალში შეიტანეს. მიზეზი პიროვნებისა და ბანკის დისკრედიტაციისადმი მიზანმიმართული გრძელვადიანი კამპანია იყო.
“სასამართლო დავა 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს სასამართლოების ყველა ინსტანცია გაიარა. ყველა ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე ეხებოდა როგორც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას “თიბისი ბანკისა” და მისი დამფუძნებლის შესახებ, ისე მამუკა ხაზარაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

სიცრუის უარყოფის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთმა ასევე გადაიხადა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული ფულადი კომპენსაცია. მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, თანხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიის სახით გადაეცემათ”, – განმარტავენ ბანკში.

bm.ge

იტვირთბა....