aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ დავუშვათ, საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც აზიანებს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა პირს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

„გუშინ, „ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად დაუჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს. ამ არჩევანით „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელსაც არაერთგზის ღიად და საჯაროდ აქვს განცხადებული, რომ საქართველო არის აგრესორი და ჰყავს დადანაშაულებული საკუთარი ქვეყანა ჩვენივე ქვეყანის ტერიტორიაზე ომის დაწყებაში. ამ არჩევანით „ქართულმა ოცნებამ” წაშალა გამყოფი ხაზი, რომელიც აქამდე გადიოდა პარტიულ სიმპათიაზე და პარტიულ ინტერესეზე. დღეს წყალგამყოფი აღარ არის პარტიული სიმპათია, დღეს წყალგამყოფი არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი…. ამ გადაწყვეტილებით შეიცვალა პოლიტიკური ველი და პოლიტიკური ლანდაშაფტი.

„ქართული ოცნების” გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიცია ვალდებულია, მოიგოს ეს არჩევნები – ჩვენი ყველას ვალდებულებაა, არ დავუშვათ, საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც აზიანებს ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, შევწყვიტოთ და შევაჩეროთ ერთმანეთზე შეტევა და თავდასხმა, გადავიდეთ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი რესურსი, მთელი ჩვენი ოპოზიციური რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება” – განაცხადა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე.

 

იტვირთბა....