aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ არის გამორიცხული, რომ მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“არ არის გამორიცხული, რომ გიორგი მარგველაშვილმა დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია” – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. მან ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა:

“ვერ გეტყვით, არ არის გამორიცხული, რომ მან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, იმ განცხადებებით, რასაც ვისმენთ. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, ცვლილებები აუცილებლად არის საჭირო. ამაზე მუშაობა დაწყებულია და საკმაოდ ბევრი სამუშაო იქნება, რადგან ძალიან სენსიტიური და საფრთხილო მიმართულებაა”,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება. ამის შემდეგ გაჩნდა კითხვა, ხომ არ დაიწყო მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია.

იტვირთბა....