aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“არ არის გამორიცხული, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი გაძვირდეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ენერგეტიკის მინისტრი გაზის ტარიფის გაძვირებას არ გამორიცხავს, ამის შესახებ კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებით მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

„მოლოდინებს რაც შეეხება, დაველოდოთ, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება, თუ რამდენით, როგორ, ამაზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და გვეცოდინება. შეიძლება არც მოხდეს გაძვირება, ამიტომ დაველოდოთ,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიციის ვარაუდით კი ხელისუფლება ზაფხულში ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდას გეგმავს. მათი თქმით, გაზზე გადასახადის ზრდა სხვა პროდუქტებზე ფასის მატებას გამოიწვევს, რაც მოსახლეობას დააზარალებს.

„ქართული ოცნება” მოსახლეობას ტარიფების განახევრებას დაჰპირდა, მაგრამ ამის ნაცვლად, უკვე ზაფხულში აპირებენ ტარიფების გაზრდის შემოპარებას, რაც კიდევ უფრო დაუმძიმებს მოსახლეობას ყოველდღიურობას, პირდაპირ იმოქმედებს და პროდუქტზე ფასებს გააძვირებს,“- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.

ოპოზიცია მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ლარის კურსის დევალვაცია ფასების მატებაზე მოქმედებს.

„საკომიტეტო მოსმენაზე სემეკის წარმომადგენელმა პირდაპირ დაადასტურა, რომ 2015 წელს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა პირდაპირი შედეგი იყო ლარის დევალვაციის. იგივე პრობლემა დგას გაზის ტარიფთან დაკავშირებით. მთავრობის უგუნური ეკონომიკური პოლიტიკის ფასს მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან იხდიან,“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამ თემასთან დაკავშირებით, “მეტრონომმა” ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ გაზის ტარიფის ზრდა გარდაუვალია.

იტვირთბა....