aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არქიმანდრიტი ბართლომე: ენმ და “ევროპული საქართველო” შეკრულები არიან, როგორც კარგად დაკერილი ცოცხი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ბართლომეს შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის შედეგების მიზეზი მთავრობის მიერ ხალხისადმი არასაკმარის ყურადღებააა.

მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ ენმ და “ევროპული საქართველო” ცალ-ცალკე არც აქამდე ყოფილა.

“სამწუხაროა, რომ როცა თანამდებობაზე მოვლენ, შემდგომ იწყებენ ადამიანებისკენ ზურგით დგომას, ამიტომაც დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პარტიაში, რომ მთავრობის გაზულუქებული ნაწილი ჩარჩოში მოაქციოს. ამბობენ, სასულიერო პირი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდესო. მე თუ მივდივარ არჩევნებზე და ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობას ვიხდი, ე.ი. პოლიტიკაში ვმონაწილეობ. თუ ვინმეს აქვს უფლება, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, პედაგოგი იქნება, ჟურნალისტი, ექიმი, სასულიერო პირსაც აქვს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

ალბათ ეს ორი პარტია – “ნაციონალური მოძრაობა” და “ვროპული საქართველო” არასდროს ყოფილა ცალ-ცალკე, უბრალოდ პოლიტიკურ პროცესს ასე აწყობდა და გადანაწილდნენ. ესენი შეკრულები არიან, როგორც არის კარგად დაკერილი ცოცხი და ის არ იშლება ადვილად, თუ არ გაცვდა, ესენი თუ არ გაცვდნენ და ბოლომდე არ გამოჩნდნენ ვინ არიან, ეტყობა საზოგადოებას ცრუ მოლოდინები მაინც აქვს. პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები კი შეზღუდულია, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა განაცხადა, რომ ის გამოიყვანს ქუჩაში 100 000 კაცს და ფაქტობრივად თქვა, რომ პოლიტიკურ პროცესებს ჩაშლის და საზოგადოებას დაუპირისპირდება ისევ არეულობით.

 

იტვირთბა....