aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

აშშ-ს ყოფილი ელჩი: “არსებობს შეკითხვები სასამართლოს დამოუკიდებლობაზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, კენეტ იალოვიცმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან სამოქალაქო საზოგადოებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია. მისი თქმით, ის შედეგი რაც დადგა საქართველოს ხელისუფლებისთვის მოსახლეობის მხრიდან გაგზავნილი სერიოზული შეტყობინება იყო.​​

“გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი რაოდენობა აპათიურად არის განწყობილი. ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა 15 ნიშნულით იმაზე ნაკლები აიღო, ვიდრე ისინი ელოდნენ, ხაზს უსვამს მათ გზავნილს მთავრობის მიმართ, თან ეს ყველაფერი მოხდა იმ დიდი ფინანსური უპირატესობისა და დახმარების მიუხედავად, რასაც მას პარტია უწევდა”, – განაცხადა იალოვიცმა.

კენეტ იალოვიცის აზრით, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი პარტიის ხელში და სასამართლო არ არის სრულად დამოუკიდებელი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და თავისუფალი მედია არის ერთადერთი გარანტი და პრევენცია ფართო საზოგადოებისთვის, რომ არ მოხდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

“არსებობს შეკითხვები სასამართლო დამოუკიდებლობის შესახებ, მედიის დამოუკიდებლობისა და ფინანსური კეთილდღეობის მიმართ საფრთხეების შესახებ, მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჭვირვალობისა და ძალაუფლების კონცენტრაციის შესახებ”, – ამბობს კენეტ იალოვიცი.

შეგახსენებთ, 2 დეკემბრამდე საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, რომელშიც მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ.

იტვირთბა....