aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ამას არავის შევარჩენ”: მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ხეობა არ გატყდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია “პირველთან” განაცხადა, რომ იბრძოლებს იმისთვის მისი შვილის სიკვდილი არავის შერჩეს.

“თემირლანმა ნახევარი საქართველო შეძრა, მთელი პანკისის ხეობა ფეხზე დააყენა. მე რომც გავტყდე, ხეობა არ გატყდება, ნახევარი საქართველო არ გატყდება, მე ამას არავის შევარჩენ!”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ინგოროყვას კლინიკაში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი.

იტვირთბა....