aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანჯაფარიძე: ამომრჩევლის 60% დარჩენილია არჩევანის გარეშე და მათი გადაბირება ძალიან გაჭირდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე  აფასებს. მისი თქმით, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა და „ვეროპული საქართველო” ჯამურად უმცირესობაში არიან ეს ისედაც ნათელია და მისთვის ეს გასაკვირი არც ყოფილა.  მისივე თქმით, მოსხლეობის 60%-ის არჩევანის გარეშე დარჩენა მთლად  პოლიტიკურ კრიზისსე არ მიუთითებს.

„ამ მონაცემებს პოლიტიკურად არ შევაფასებ, ეს უფრო საზოგადოებრივი მოვლენაა, რაც მოსახლეობის  დიდ ნაწილს, არსებული  და ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ ნიჰილიზმი ჩამოუყალიბდა. ისინი არსებულ პოლიტიკოსებს შორის ვერცერთის მიმართ სიმპატიას ვერ გრძნობენ. ეს კი ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის ფინზე ლოგიკური და რეალური მონაცემებია.

თუმცა ცალკე კვლევაა ჩასატარებელი, კონკრეტული არჩევნების დროს ეს ადამიანები ხმას შემდეგ ვის სასარგებლოდ აძლევენ და რა ნიშნით ირჩევენ მათ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვნახეთ, რომ მათი მობილიზება “ოცნებამ” და თავად ივანიშვილმა სააკაშვილის შესაძლო, ჩამოსვლის შიშით მოახდინა. ასევე არც ის არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე მათი მოსყიდვა არც თუ ისე რთულია. ახლა მგონია, რომ გადაუწყვეტელი მოსახლეობის დიდი ნაწილის გადაბირება საკმაოდ რთული იქნება.

ცნობისთვის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხული მოსახლეობის 26% ხმას „ქართულ ოცნებას” მისცემდა, 8% – ერთიან “ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 4% – “ევროპულ საქართველოს”.

იტვირთბა....