aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იწყება პროექტი, რომლის ანალოგი მსოფლიოში მხოლოდ ერთია – აშშ-ში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერმა კვირიკაშვილმა ენგურჰესის ტურისტული ზონის კონცეფციის პრეზენტაციაზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველოს შეემატება მასშტაბური და მრავალფუნქციური ტურისტული ზონა – „ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის ატრაქცია გახდება. მისი თქმით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში მხოლოდ ერთია – აშშ-ში, ჰუვერის ჰიდროელექტროსადგური, სადაც ასევე არსებობს მნიშვნელოვანი ტურისტული კომპლექსი.

“უნდა მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ინდუსტრიული მემკვიდრეობა და მეტიც, ღირსშესანიშნაობად ვაქციოთ ის. ჩვენ გვაქვს უნიკალური „ენგურჰესის“ შენობა, რომლის თაღოვანი კაშხალი სიდიდით მეორეა მსოფლიოში და, შესაბამისად, ნამდვილად იმსახურებს ინდუსტრიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს”, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირკვევა, ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრის პროექტის კონცეფციის თანახმად, ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე იქნება გაშლილი, მოეწყობა შემეცნებითი და აღმოჩენათა ცენტრი, სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი – 280-მეტრიანი ლიფტი, მდინარე ენგურზე გადასახედები, ასევე – კომპონენტები ექსტრემის მოყვარულებისთვის.

პროექტის განხორციელების სტრატეგია ევროპის წამყვან კომპანიასთან – „კოკო არქიტექსთან“ და გამოცდილ ესტონელ სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა. ასევე, გამოცხადებულია ტენდერი პროექტირებაზე, რისთვისაც სახელმწიფომ 2 მილიონი ლარი გამოყო.

“საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონი ლარი იქნება და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება პოტენციურ კერძო ინვესტორებთან. პროექტის მომზადებას დასჭირდება ერთი წელი, რის შემდეგაც დაიწყება უკვე სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, წინასწარი გათვლებით, ეს ტურისტული ზონა საკმაოდ შემოსავლიანი იქნება და წელიწადში 400 ათასამდე ტურისტს მიიღებს.

იტვირთბა....