aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

ანაკლიაში ბავშვების ნეშტები იპოვეს?! – „ყოველ საღამოს ჯაჭვით წყვილ-წყვილად აბამდნენ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

წყარო: primetime

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

რამდენიმე დღის წინ „პრაიმტაიმს“ ანაკლიის ისტორიულ ციხესთან რამდენიმე ადამიანის ნეშტის პოვნის შესახებ უამბეს. ამბავი დაახლოებით ხუთი წლის წინათ მოხდა, თუმცა ამ დრომდე არსად გახმაურებულა. არადა, ეს ინფორმაცია პრაქტიკულად უტყუარს გახდიდა წერილობით ცნობებს ამ ტერიტორიაზე ტყვეებით ვაჭრობის შესახებ.

ამჟამად ანაკლიის ისტორიული ციხესიმაგრე კერძო სასტუმროს ესაზღვრება. დიდი ხნის განმავლობაში ძეგლი მოუვლელი და დაბინძურებული გახლდათ. სასტუმროს ინიციატივითა და გიორგი ხარჩილავას თაოსნობით 2011 წელს ციხესიმაგრე მთლიანად დასუფთავდა, ჩატარდა მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები. სწორედ ამ დროს მუშებმა იქ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების ძვლები აღმოაჩინეს, თუმცა ეს ფაქტი უმნიშვნელოდ მიიჩნიეს და ძვლები კვლავ მიწაში ჩამარხეს.

ინფორმაციას ადგილობრივებიც ადასტურებენ. ისინი კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

primetime დაუკავშირდა გიორგი ხარჩილავასაც, რომლის თაოსნობითაც გაიწმინდა ანაკლიის ციხესიმაგრე.
– ეს მოხდა დაახლოებით 5 წლის წინათ. იყო რაღაც ნეშტები, ძვლების ნაწილები, რომლებიც მუშებმა იპოვეს, მაგრამ დღეს ამის დადასტურება არ შემიძლია, ვინაიდან ძვლები ჩაფლეს მიწაში, რადგან რაიმე მნიშვნელოვან ფაქტად არ მიიჩნიეს. მე კი მითხრეს, რომ ასეთი რამ იპოვეს და მერე ისევ უკან ჩამარხეს, თუმცა რაიმე ფოტომტკიცებულების შექმნა და გამოკვლევა არ მომხდარა.

– ისტორიული წყაროების ცნობით, ტყვეთა ვაჭრობა ხდებოდა ამ ტერიტორიაზე…
– დიახ, ეს არის ტრაგიკული ისტორიის ციხე, სადაც, დიახ, ტყვეთა გაყიდვა ხდებოდა. თუმცა დღეს ძნელია, იქ არსებული ძვლები ამ ტყვეებს დავუკავშიროთ. ზოგადად კი, ტოპონიმიკა იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი ვაჭრობა ხდებოდა. შიდა ომებიც მიმდინარეობდა. გამორიცხვით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ მე ამის დადასტურებაც არ შემიძლია. საქართველოში ერთადერთი კულტურული ძეგლია, რომელიც არ მიყვარს, ამ სისხლიანი და სამარცხვინო ისტორიის გამო.

– მუშებმა რატომ ჩამარხეს ეს ძვლები?
– გაუთვითცნობიერებლად ისევ უკან ჩაფლეს. ეს იყო გაწმენდითი სამუშაოები. იმისთვის დავიქირავე მუშები, რომ ციხესიმაგრის ტერიტორია გაესუფთავებინათ. თუ გადაწყდება, კულტურის სამინისტროს ინიციატივით უნდა ჩატარდეს სამუშაოები. რატომაც არა?! კულტურის სამინისტრო თუ დაინტერესდება, უნდა ჩატარდეს შესაბამისი სამუშაოები და დადგინდეს, რეალურად რა ძვლებზეა საუბარი.

 

იტვირთბა....