aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამ დროის მონაცემებით ცესკოს პრეზიდენტობის 42-მა მსურველმა მიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადაით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით  მიმართა 42-მა საარჩევნო სუბიექტობის მსურველმა, მათგან 4-მა კანდიდატმა უკვე გაიარა შესაბამისი რეგისტრაცია.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ ცესკოში ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია.

“დღეს, 18:00 საათზე იწურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების მიერ კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, მომართვის შემდეგ იწყება ხელმოწერების შეგროვება. ხელმოწერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი უნდა იყოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმეცე დღისა, ეს არის 18 სექტემბერი, ხოლო ხელმოწერების შემოწმება სრულდება კანონმდებლობით არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა და არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა ხდება კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებაც. ამ ეტაპზე ცესკოს განცხადებით მომართა 42-მა საარჩევნო სუბიექტობის მსურველმა, მათგან 23 წარდგენილია საინიციატივო ჯგუფის, ხოლო დანარჩენი პოლიტიკური პარტიების მიერ. დღეის მონაცემებით, 4-მა კანდიდატმა უკვე გაიარა შესაბამისი რეგისტრაცია”, – განაცხადა მიქელაძემ.

იტვირთბა....