aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

“ბავშვმა დანა აიღო და გამომძიებელს მოუყვა, ამით მოკლა ვეფხო ბიძიამ დედაო” (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” ბარნოვზე მოკლული ახალგაზრდა გოგოს ნათესავი დეტალებს ყვება. მისი თქმით, მომხდარის შემდეგ, როცა გამომძიებელი მივიდა სახლში, 3 წლის ბავშვმა სისხლიანი დანა მიუტანა მას და აჩვენა, თან მოუყვა, თუ როგორ მოუკლა ბრალდებულმა დედა.

“ბავშვმა დანა აიღო და გამომძიებელს მოუყვა, აი ამ დანით მოკლა ვეფხო ბიძიამ დედაო” – ყვება ნათესავი.

მისი თქმით, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს განსაკუთრებით არ უყვარდა თამარი, რადგან ის ხშირად ერეოდა მათ ურთიერთობაში და ეწინააღმდეგებოდა მათ ერთობას, რადგან ხშირად ჰქონდათ უსიამოვნება წყვილს” – განაცხადა ნათესავმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სასტიკი მკვლელობა მოხდა ბარნოვის ქუჩაზე. სახლში შეუვარდნენ და შვილების თვალწინ ყელი გამოჭრეს ახალგაზრდა გოგოს. დაკავებულია და ბრალი წაყენებული აქვს მის მამინაცვალს ვეფხია ბაქრაძეს.

რეაქცია

❗ დედა მოკლა ვეფხო ბიძიამ და მერე დანა ყელში გამოუსვაო – მოკლული თამარ გამრეკელაშვილის ნათესავი ბავშვების მონათხრობს იხსენებს

Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Dienstag, 17. April 2018

 

იტვირთბა....