aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ამხანაგური მატჩის შემდეგ კახა კალაძემ ნიგერიელი სტუდენტები მწვადის საჭმელად დაპატიჟა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამხანაგური მატჩი ნიგერიელ სტუდნეტებსა და ადგილობრივებს შორის 12:12 ფრედ დასრულდა. მატჩის შემდეგ თბილისის მერმა ნიგერიელი სტუდენტები მწვადის საჭმელად მიიპატიჟა. ამის შესახებ ინფორმაციას on.ge აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, მატჩში მონაწილეობას კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იღებდნენ.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს, ბალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ქართველი და ნიგერიელი სტუდენტების დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის საფუძველზე შსს-ში გამოძიება აღიძრა.

მოხდართან დაკავშირებით თბილისის მერი მხარეებს შორის ამხანაგური მატჩის ინიციატივით გამოვიდა.

იტვირთბა....