aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამომრჩეველმა საარჩევნო ტყუილი ისწავლა”: რა უპირატესობა აქვს ელისაშვილს და რატომ აწყობს “ოცნებას” უდუმაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თვითმმართველობის არჩევნებმადე ორი კვირით ადრე, კანდიდატების რეიტინგების შემდეგ, აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ვინ არის მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის რეალური მეტოქე?! „მეტრონომთან“ ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კახი კალაძის რეალური მოწინააღმდეგე შესაძლოა, როგორც ელისაშვილი ასევე ზაალ უდუმაშვილიც იყოს. მათი თქმით, ბოლო დროს გამოქვეყნებულმა სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ორივე კანდიდატს მეორე ადგილზე გასვლის თანაბარი შანსები აქვთ. მათი აზრით, ამის ორი მთავარი მიზეზი არსებობს.

პირველი ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოდ სტაბილური ამომრჩევლი ჰყავს და ის არჩევნებზე აუცილებლად მივა. ასევე „ნაციონალებს“ საარჩევნო კომისიაში ხმების დაცვა არ გაუჭირდება. ხოლო რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, პოლიტოლოგების აზრით, მას პრობლემა ორივე შემთხვევაში აქვს. მას არ ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი და მათი მიყვანა არჩევნებზე ამ კუთხით გართულდება. ხოლო ყველაზე დიდი პრობლემები მისთვის ამომრჩევლის ხმების დაცვა გახდება.

თავად კალაძე მიიჩნევს, რომ მისი რეალური მოწინააღმდეგე და კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია. “რეიტინგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დებატებში უნდა დავჯდე ზაალ უდუმაშვილთან”, – ამის შესახებ კალაძემ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის შეთავაზების პასუხად განაცხადა.

„ფეხბურთს, პოლიტიკას და ზოგადად, ყველაფერს აქვს წესი, შესაბამისად, როცა ის ამბობს, რომ მიწვევს დებატებში, დაახლოებითი რეიტინგები ხომ არსებობს? ვიღაც კანდიდატს აქვს ის რეიტინგი, ვიღაცას სხვა. რეიტინგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დებატებში უნდა დავჯდე ზაალ უდუმაშვილთან“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „მეტრონომმა“ საიტზე გამოკითხვა თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ჩაატარა – ვის ისურვებდით თბილისის მერად? კალაძის რეალურ მეტოქედ ალეკო ელისაშვილი გვევლინება.

წინასაარჩევნო გამოკითხვა საიტზე  მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დაიწყო და 5 ოქტომბერს დასრულდა. ვის ისურვებდით თბილისის მერად? შედეგები „მეტრონომზე“ შემდეგნაირად გადანაწილდა:

კახა კალაძე (29%, 28,860 ხმა), ალეკო ელისაშვილი (27%, 27,561 ხმა), ზაალ უდუმაშვილი (14%, 14,484 ხმა), გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

თუმცა კალაძის რეალურ მეტოქედ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ამერიკული კვლევითი კომპანია „ედისონ რისერჩის“ გამოკითხვის მიხედვით, ორივე კანდიდატი ალეკო ელისაშვილი და ზაალ უდუმაშვილი არიან. კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება. კვლევის შედეგები შემდგეგნაირად გადანაწილდა:

კითხვაზე, “თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?” პასუხები ასეთია: კახი კალაძე – 34% ზალიკო უდუმაშვილი – 14% ალეკო ელისაშვილი – 14% .

ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, „მეტრონომთან“ ამბობს, რომ არ არის გამორიცხული თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, კანდიდატების რეიტინგი რადიკალურად შეიცვალოს. მისი თქმით, არც ის არის გამორიცხული, კახი კალაძის რეალური მეტოქე არა ალეკო ელისაშვილი, არამედ ზაალ უდუმაშვილი იყოს.

საყვარელიძის აზრით, ქართველმა ამომრჩეველმა საარჩევნო ტყუილი ისწავლა,  კვლევების დროს, ის ხმას ერთ კანდიდატს აძლევს, ხოლო საარჩევნო ყუთთან მისული კი არჩევანს სხვა კანდიდატზე აკეთებს. ანალიტიკოსის განცხადებით, ეს ახალი საარჩევნო ტენდენცია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად დაგვანახა. მისი თქმით, გუშინ „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვა გარკვეული სახის კითხვებს აჩენს, თუმცა საყვარელიძე ფიქრობს, რომ NDI-ის გამოკითხვისაგან დიდად არ განსხვავდება.

„მმართველი გუნდის კანდიდატისთვის, რა თქმა უნდა, რომ ალეკო ელისაშვილი რთული და ძნელად პროგნოზირებადი ფიგურაა, რადგანაც თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნებისმიერ პარტიაზე უარს აცხადებს, შესაბამისად ელისაშვილის ყველაზე დიდი კოზრი უპარტიულობაა. თუმცა „რუსთავი 2“-ის გამოკითხვის მიხედვით, ნეიტრალური ამომრჩევლის რიცხვი არც თუ ისე დიდი იყო. რაც საკმაოდ საყურადღებოა. აღმოჩნდა, რომ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რიცხვი შემცირებულია.

რა თქმა უნდა, ხელისუფლებას კალაძის მეტოქედ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აწყობს. ამას არც მალავენ და მემგონი სურვილსაც ღიად აფიქსირებენ. თუმცა, ეს სწორი ლოგიკაა. ნარმანიას დროსაც, მეორე ტური იყო და მან იმიტომ მოიგო  არჩევნები, რომ მოსახლეობას „ნაციონალების“ გაძლიერება არ სურდა და არ სურს. ფაქტია, რომ კალაძესთან თუ მეორე ტურში უდუმაშვილი გავა, „ოცნებას“ მოგება გარანტირებული აქვს.

რა თქმა უნდა, რომ წინა ხელისუფლების კანდიდატთან დებატებში მმართველი გუნდი თავს უფრო კომფორტულად გრძნობს და მისთვის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ძახება,  ერთგვარ კოზირს წარმოადგენს. ელისაშვილის შემთხვევაში, არგუმენტები კალაძის წინააღმდეგ უფრო მეტი ექნება და ეს მათ არ აწყობთ“, – ამბობს საყვარელიძე „მეტრონომთან“.

ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ მერობის კანდიდატების რეიტინგი ბოლო ორი კვირის განმავლობაში რადიკალურად შეცვლილია. მისი აზრით, ალეკო ელისაშვილს ზაალ უდუმაშვილი აშკარად დაეწია. ამის მიზეზად კი ძაბირაძე, საქართველოს მესამე პერზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გააქტიურებას ასახელებს.

მისი აზრით, ასევე ნიკა მელიას მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კეზერაშვილთან დაკავშირებით, არსებული სურათი შეცვალა. ძაბირაძე ამბობს, რომ უდუმაშვილსაც და ელისაშვილსაც ამ ეტაპზე მსგავსი შანსები აქვთ. ანალიტიკოსის აზრით, თუ ელისაშვილი შეძლებს, რომ საკუთარი ხმები დაიცვას, მაშინ მას უდუმაშვილზე მეტი შანსი აქვს.

„არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ცვლილებები სახეზეა, რადგანაც ვფიქრობ, რომ ელისაშვილს და უდუმაშვილს ახლა თანაბარი შანსები აქვთ. საქმე იმაშია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი ამომრჩევლის არჩევნებზე მიყვანა არ სჭირდება. მითუმეტეს არც ხმების დაცვა.

ეს ხალხი უკვე გამოცდილია, რა და როგორ უნდა გააკეთონ და მათი მოტყუება არც თუ ისე ადვილი იქნება. რაც შეეხება პარტიის ამომრჩეველს, „ნაციონალებს“ თავის სტაბილური ამომრჩევლი ჰყავს და მისი დაკარგვის შიში ნაკლებად არსებობს. რაც შეეხება ელისაშვილს, მის მიმართ უფრო ალბათ სიმპათიით, „ნაციონალებზე“ და „ოცნებაზე“ გაბრაზებული ხალხი არიან გამსჭვალულები, რომელთა სტაბილურობა ცოტა რთული სათქმელია.

„ქართულ ოცნებას“ ყველა არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჯდომა ურჩევნია. მისითვის ეს ძალიან მოსახერხებელია და ამ პარტიას უახლოეს მომავალში გამარჯვების არანაირი პერსპექტივა არა აქვს. სისხლიან 9 წელზე საუბარი მმართველ გუნდს საკმაოდ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. უდუმაშვილის ამომრჩეველს წაქეზება არ სჭირდება და ის არჩევნებზე აუცილებლად მივა. ხოლო ელისაშვილისთვის მთავარ პრობლემას მისი ამომრჩევლის საარჩევნო ყუთთან მიყვანა იქნება. მეორე პრობლემას კი როგგორც წინაც აღვნიშნე საარჩევნო კომისიაში ამ ხმების დაცვა წარმოადგენს“, – ამბობს ძაბრირაძე „მეტრონომთან“.

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....