aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ამირეჯიბის ქუჩაზე მოკლული მამაკაცის ვინაობა ცნობილია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე მოკლული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის ახლობლები მომხდარის  დეტალებზე საუბრობენ და ეჭვი აქვთ, რომ მკვლელობა შეკვეთილია. ინფორმაციას 1TV  ავრცელებს.

როგორც ახლობლები ყვებიან, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში მოკლეს. მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დღის პირველ ნახევარში ბიზნესმენის სახლში მივიდა და თქვა, რომ ბანკიდან იყო მისთვის წერილის გადასაცემად. მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დამხმარე ქალმა კარი გააღო, მამაკაცმა სროლა დაიწყო.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დაჭრილია დამხმარე ქალიც. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

იტვირთბა....