aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი: “ყირიმი უკრაინაა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტს განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინაა.

„დღევანდელი წინასაარჩევნო აქციის დროს ყირიმში პრეზიდენტმა პუტინმა კვლავ გაიმეორა უსაფუძვლო პრეტენზიები უკრაინულ ტერიტორიებზე“, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ამ განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საელჩო აშშ-ში. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ვაშინგტონს სურს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გავლენა იქონიოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე.

ვლადიმერ პუტინი ყირიმში საერთაშორისო საზოგადოების მიერ უკანონოდ ცნობილი რეფერენდუმის სამი წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტი სევასტოპოლში კონცერტსაც დაესწრო.

იტვირთბა....