aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ ეს ქვეყანამ არ მოითხოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მარკ სიმაკოვსკიმ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ ეს ქვეყანამ არ მოითხოვა, “ამ ქვეყანას ნატო-ში ძალით არავინ შეიყვანს”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, თბილისმა უნდა გააგრძელოს ვაშინგტონთან კომუნიკაცია და იმის უწყვეტად ჩვენება, რომ საქართველო შეერთებული შტატების ყურადღებას იმსახურებს და რომ ქვეყნის მხარდაჭერა ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის.

“ამერიკის ადმინისტრაციის რამდენიმე წამყვანმა მაღალჩინოსანმა საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერის განცხადებები გააკეთა. პარადოქსულია ის, რომ პრეზიდენტ ტრამპის რუსეთთან დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს, უკრაინის და სხვა რამდენიმე ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გაიზარდა. „ჯაველინების“ მიყიდვა იმის დასტურია, რომ ვაშინგტონში რუსეთის პერიფერიებთან მდებარე ქვეყნების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ფიქრობენ. თბილისმა უნდა გააგრძელოს ვაშინგტონთან კომუნიკაცია და იმის უწყვეტად ჩვენება, რომ საქართველო შეერთებული შტატების ყურადღებას იმსახურებს და რომ ქვეყნის მხარდაჭერა ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის“, – განაცხადა სიმაკოვსკიმ.

გარდა ამისა, მკვლევარი აცხადებს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ამერიკას კი პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმაროს.

„ამერიკა საქართველოს გვერდით ედგა მაშინაც, როცა საქართველო არც ნატო-ში და არც ევროკავშირში გაწევრიანებით იყო დაინტერესებული და ამერიკა საქართველოსთან პარტნიორობას დღემდე ინარჩუნებს. მეორე საკითხია ის თუ რა არის დასავლეთის ალტერნატივა? რუსეთის რევანშისტული მოქმედებები და იმ ქვეყნების მდგომარეობა, რომლებიც რუსეთთან არიან დაახლოებული ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მოკავშირე საქართველოს. მეორე მხრივ კი, თითქმის ყველა წარმატებული ევროპული ქვეყანა ნატო-ს წევრია. “, – აღნიშნა მან.

იტვირთბა....