aviabiletebi
ახალი ამბები მედია

ამერიკის ელჩი „რუსთავი 2“ – ზე განცხადებას აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელმა  განცხადება გააკეთა.

„აშშ მხარს უჭერს მედიაპლურალიზმის პრინციპს, არ გვსურს ვიხილოთ მედიასივრცის შეზღუდვა“.- განაცხადა კერიმ.

შეგახსენებთ,  შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე იან კელის კანდიდატურა 2015 წელს დაამტკიცა.

ამერიკელ დიპლომატს დიპლომატიურ სამსახურში დიდი გამოცდილება აქვს. 2010 – 2013 წლებში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ელჩად მუშაობდა.  ის ასევე იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნობის დროს (2009 – 2010 წლები).

„რუსთავი2“ -ის  საკითხებს   BBC-ც ეხმაურება. „ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში ტელეკომოანია „რუსთავი 2 „-ის ეზოში. ისინი აპროტესტებენ ხელისუფლების მცდელობას დახუროს ყველაზე პოპულარული ტელევიზია საქართველოში“ – აცხადებს ბრიტანული ტელეარხი.

BBC -ის სიუჟეტში  ასევ საუბრობს  არხის დირექტორის განცხადებაზე, რომელმაც ხელისუფლება შანტაჟში დაადანაშაულა.

იტვირთბა....