aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ამერიკელი ექიმების ნაწილი დონალდ ტრამპის ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკელი ექიმების ნაწილი დონალდ ტრამპის ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევას ითხოვს, – ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის ექიმს რონ ჯექსონს 70-მა ექიმმა წერილობითი თხოვნით მიმართა. ექიმები ჯექსონს ურჩევენ, გამოიკვლიოს პრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობა.

ექიმები პრეზიდენტის ნევროლოგიური კვლევის საჭიროებაზე მიუთითებენ. მათ ტრამპის გაუმართავი მეტყველება, სიტყვების გამეორების ჩვევა, ლექსიკა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა აშფოთებთ.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, პრეზიდენტს გუშინ მერილენდის შტატის სამხედრო ჰოსპიტალში შემოწმება ჩაუტარდა. ტრამპის პირადი ექიმი ამბობს, რომ პრეზიდენტი სრულიად ჯანმრთელია.

იტვირთბა....