aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სანამ მაგ ნარკოტიკში თვითონ ჩავახრჩე, ჭკუაზე მოვიდეს” – პაპუაშვილი ნათელაშვილს

aviabiletebi
ავიაბილეთები

TV პირველის გადაცემა “პოლიტმეტრში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაჟორიტარმა ზაზა პაპუაშვილმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს “სალახანა, ქალაჩუნა დეპუტატი” უწოდა.

“ადამიანმა ასეთი რაღაცა თქვა, მე მაგას არ ვახსენებდი, არსად დებატებში, მაგრამ არ ვიცი, ვისთან აქვს ენა მიჩვეული, ვის ენა სად წაუტლიკინ-წამოუტლიკინა. სადღაც წერს ჩემზე – ნარკოტიკში ჩახრჩობილი დეპუტატიო, სანამ მაგ ნარკოტიკში თვითონ ჩავახრჩე, ჭკუაზე მოვიდეს. აი, რას ვეტყვი – შე ლაწირაკო შენა, შე უზრდელო ხეპრე, შე ქალაჩუნა, შე პრასტიტუტკა, ამას როგორ ბედავ” – თქვა პაპუაშვილმა.

“პოლიტმეტრის” წამყვანმა კიდეცვ რამდენჯერმე მოუწოდა ქართული ოცნების დეპუტატს კორექტულობისკენ, რის შემდეგაც, ზაზა პაპუაშვილმა შალვა ნათელაშვილს “ნდობით აღჭურვილი პირის” გამოყვანისკენ მოუწოდა.

“მე მთელ ამ შემოწმებას გავივლი და ამ საბუთს, რასაც მოვიტან, სადაც ეწერება… წვრილად დაახვიოს და ერთ ადგილში გაირჭოს” – თქვა დიდუბის მაჟორიტარმა, რის შემდეგაც, TV პირველმა ჩართვა გაწყვიტა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში დღეს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ Facebook-ში დაწერა, რომ “ნარკოტიკებში დამხრჩვალი მსახიობ-დეპუტატი პაპუაშვილი სამოქალაქო ომის ახალი ფორმულაა”.

შეგახსენებთ, პარლამენტში გუშინ დაპირისპირება მოხდა არჩევნების შედეგების თემაზე. სიტყვიერი დაპირისპირებები ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი გადავიდა. იხილეთ ვიდეო

იტვირთბა....