aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ალკოჰოლის ზედოზირებით გამოწვეული ჰაერის უკმარისობა: პაატა პავლიაშვილის სიკვდილის მიზეზი დასახელდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ალკოჰოლის ზედოზირებით გამოწვეული ჰაერის უკმარისობა-პაატა პავლიაშვილის სიკვდილის მიზეზად სამედიცინო ექსპერტიზამ ეს დაასახელა. ექსპერტიზის დასკვნის შედეგადვე, გარდაცვლილს არანაირი დაზიანება არ ჰქონდა. ასევე, პავლიაშვილის ორგანიზმში ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოჩნდა.

როგორც ადვოკატი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, ეს პოლიციის თანამშრომლების პასუხისმგებლობას მაინც არ გამორიცხავს და პროკურატურას კიდევ მიმართავს, რომ ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე პაატა პავლიაშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

იტვირთბა....