aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილი: “ახალგაზრდები იმ შემთხვევაში დავემორჩილებით კანონს, როცა ყველაფერი სამართლიანი იქნება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი” აქციიდან:

თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ახალგაზრდული მოძრაობა “ნუ მომკლავ” მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭრ აქციას მართავს.

პარალელურად აქცია პანკისში მიმდინარეობს. შეკრებილები სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეთა დასჯას და გარდაცვლილის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ. აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძეც იმყოფება.

სუს-ის შენობასთან აქციას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილი ალიკა ალაზოვი უერთდება. მან “მეტრონომს” განუცხადა, რომ საქართველოში ახალგაზრდები თავს დაცულად არ გრძნობენ.

“ჩვენი აქციის დროს გამოვიდა ბევრი შვილმკვარი მშობელი, რომელთა საქმეებიც არ ყოფილა გამოძიებული. ხვალ ან ზეგ შეიძება ნებისმიერი თქვენთაგანს მოგიწიოთ, თითოეულ თქვენთაგან შეხვდეს სისხლი, – თქვენ შვილებს თქვენ ძმებს. მოგიწოდებთ ყველას, რომ დაგვიდგეთ გვერდში.

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზაციის “ნუ მომკლავ” ორგანიზატორებს. ისინი გვიდგანან გვერდით, იციან რომ ამას არ მოჰყვება პატარა ამბავი. ისიც ვიცით, რომ ამ კომენტარებს ვაკეთებთ, შემდეგ ყველას გველის არაკანონიერი სასჯელი. რისთვის იჭერენ ჩვენ ბიჭეს, რადგან ისინი მხარს გვიჭერენ? ხალხს რატომ აშინებთ ჩვენთან მოსვლით? ბევრი ყოფილა ციხეში ან გარეთ მოკლული ოფიცრები. ისინიც ხომ თქვენი მეგობრები იყვნენ? ისინი რომ გაწირეს, იმათი საქმე მაინც რატომ არ გამოიძეთ? თვქენ კიდევ ერთხელ ამტკიცებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი და სამართლიანობა. თქვენ დაწერილ კანონებს ჩვენ ახალგზარდები არასდროს დავემორჩილებით. იმ შემთხვევაში დავემორილებით, როცა ყველაფერი სამართლიანი და სწორი იქნება. ახალგაზრდები დაცულები არ ვართ” – განაცხადა თემირლან მაჩლიკაშვილის ბიძაშვილმა “მეტრონომთან”.

პანკისში გამართულ აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი ითხოვს მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....