aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ალეკო ელისაშვილი: “ძალიან საეჭვოა თუ როგორ ჩნდება ხანძარი ცარიელ შუქგამორთულ შენობებში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საკრებულოს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საეჭვოდ ემთხვევა-ხოლმე ხანძარი ისეთ შენობებში, სადაც ინვესტორების ინტერესია.

“ძალიან საეჭვოა თუ როგორ ჩნდება ხანძარი ცარიელ შენობებში. მით უმეტეს, ისეთ შენობებში, სადაც შეიძლება, ვიღაცას ინტერესი ქონდეს.  შენობაში, სადაც შუქი გათიშულია უცბად ცეცხლი როგორ ჩნდება? მეხი კი არ ეცემა იქაურობას. მაქსიმალური ინტერესი აქვთ, რომ დააზიანონ და იქაურობა რაც შეიძლება იაფად იყიდონ. სამწუხაროდ, საქართველოში ეს აპრობირებული მეთოდია”, – განუცხადა “მეტრონომს” ელისაშვილმა.

აღმაშენებლის #60-ში წუხელ ხანძარი გაჩნდა. მისი ლოკალიზება 21 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის და 100 მეხანძრე-მაშველის მიერ რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად მოხერხდა.

იტვირთბა....