aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი ოცნებობს, რომ რევოლუცია მოხდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დაიხიოს უკან, ისე რომ ამომრჩევლის წინაშე სახე შეინარჩუნოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს რევოლუცია სურს, თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ეწინააღმდეგებიან.

“დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ოცნებობს, რომ რევოლუცია მოხდეს. მას საერთოდ არ აინტერესებს პირველი ტური, მეორე ტური, მას უნდა, მისი მხარდამჭერი ხალხი გამოვარდეს ქუჩაში და ამოატრიალოს ხელისუფლება. თვითონ, თავისი ბუნებით და არსით არის, 100%-იან ძალაუფლებას მოწყურებული, მას არ შეუძლია პარტნიორული ურთიერთობა, გაერთიანებული ოპოზიცია დაარქვა მაგრამ ეკითხება ვინმეს რამეს? ამიტომაც არის, როგორც მე ვიცი, მათ შორის დაპირისპირება, სააკაშვილს უნდოდა რევოლუცია, სხვები ეუბნებოდნენ: კარგია ხომ ამსტერდამის კაფედან რომ ბრძანებებს გასცემ? ახლა ნელ-ნელა უკნ იხევენ”, – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ ენმ-ის ქედმაღლური რიტორიკა არასდროს შეიცვლება.

“თუნდაც პროპორციულ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ენმ ისე ქედმაღლურად ლაპარაკობს – აი, ჩვენ ვამბობთ და დანარჩენები შემოგვიერთდით, სულ რომ გინდოდეს, ამის ხასიათს და იშტას გიკარგავენ, ისინი თავის ზნეს და ბუნებას არ იცვლიან”, – აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი.

იტვირთბა....