aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: “ივანიშვილი რომ პრეზიდენტი არ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს. თავად ზურაბიშვილი ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს და ამბობს, რომ ის ამ თემაზე განცხადებას თავის დროზე გააკეთებს.

მედიაში ასევე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურაზეც.

მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად იყოს “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ თუ მას ენდომებოდა ქვეყნის მართვა, პრემიერ-მინისტრი თავად იქნებოდა, ახლა კი პრეზიდენტობაზე თავს არ შეიწუხებს.

“ივანიშვილი რომ პრეზიდენტი არ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. ერთადერთი, რასაც ვფიქრობდი ის იყო, რომ სანამ გავიგებდით ვინ იქნებოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, თუ ეყოფოდა ამ კაცს ნამუსი, ადგებოდა და თავად დადგებოდა პრემიერ-მინისტრად და რეალურად განახორციელებდა ქვეყნის მართვას , მაგრამ არ გააკეთა. ამაში დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტაც თავს არ შეიწუხებს”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია “პირველის ეთერში”.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძისთვისაც ნაკლებსავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. ანჯაფარიძე “მეტრონომთან” ამბობს, რომ ამ ეტაპზე არაფერი საუბრობს იმაზე, რომ ის თანახმა იყოს პრეზიდენტად კენჭისყრისთვის.

“ბიძინა ივანიშვილს საერთოდ, სჩვევია არაორდინალური გადაწყვეტილების მიღება. რატომღაც არ ვფიქრობ, რომ ის დათანხმდეს ამას, თუმცა გამორიცხული არაფერია. ყოველ შემთხვევაში, ახლა არაფერი საუბრობს იმაზე, რომ ის თანახმა  იყოს, იყაროს კენჭი პრეზიდენტად, თუმცა გარკვეული ალბათობა არსებობს იმისათვის, რომ მაინც გამოვიდეს არაფორმალური მმართველობის ჩრდილიდან, რომელიც მას ჯერ კიდევ აწევს. რა თქმა უნდა, ის პარტიის თავმჯდომარეა, მაგრამ მას ხელისუფლებაში ფორმალური თანამდებობა არ უკავია, მაგრამ ეს ალბათ, გამოჩნდება უახლოეს ხანებში, როდესაც დასახელდებიან სხვა პარტიების კანდიდატები და სავარაუდოდ, ამის შემდეგ მიიღებს “ქართული ოცნება” გადაწყვეტილებას, თუ ვინ წარადგინოს პრეზიდენტობის კანდიდატად”- განუცხადა “მეტრონომს” ანჯაფარიძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას,  ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან არ იქნებოდა გონივრული, რომ მას კანდიდატად თავად კი არ წარედგინა ვინმე, არამედ მხარი დაეჭირა გარეშე კანდიდატისთვის.

ალეკო ელისაშვილი კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას თუ დაუჭირა “ოცნებამ” მხარი, ეს იქნება ყველაზე უხერხული გადაწყვეტილება, რადგან მის თვალში ზურაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური და არასერიოზული პოლიტიკოსი იყო.

 

 

 

 

იტვირთბა....