aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაკითხვიდან გამოსული აკა სინჯიკაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროში სცენარისიტის აკა სინჯიკაშვლის დაკითხვა დასრეულდა. სინჯიკაშვილი, რომელიც ბორჯომის ხეობაში მოხალისეებთან ერთად ცეცხლს აქრობდა, ოცლიტრიანი ბენზინის ბიდონი იპოვა. მისი თქმით, ბიდონი მოფარებულ ადგილას ბუჩქებში იყო ჩამალული, რომელიც ცეცხლის ლოკალიზების შემდეგ აღმოაჩინა.

სცენარისიტი ყვება, რომ ბიდონიდან ბენზინი დაღვრილი იყო და ვარაუდს გამოთქვამს, რომ სწორედ მისი მეშვეობით  მოხდა ცეცხლის გაჩენა.  ის დივერსიის ფაქტს არ გამორიცხავს და მოსახლეობას ყურადღებით ყოფნისკენ მოუწოდებს, რადგანაც ფიქრობს, რომ შესაძლოა მსგავისი ბიდონები ტყეში კიდევ სადმე იყოს ჩამალული.

“მოხალისეებთან ერთად, ტყეში, ბუჩქებში ვიპოვე ჩამალულ ადგილას ბენზინის ბიდონი, რომელიც ცარიელი იყო. თუმცა, მის გარშემო აშკარად ბენზინი იყო დაღვრილი. მაშინვე ადგილზე პოლიცია გამოვიძახე. მოვიდნენ სამართალდამცავები და ბიდონი ექსპერტიზაზე გადაიტანეს.

ასევე დაიწყეს ტერიტორიის დათვალიერება, რადგანაც ეჭვი გაჩნდა, რომ მსგავსი ბიდონები შესაძლაო კიდევ იქნას ნაპოვნი. ორივე  ასეთი ბიდონი ბორჯომის ერთ-ერთმა მკვიდრმა ქალბატონმაც იპოვა. ეს არის რაც ვიცი და დაკითხვის დროსაც პოლიციას იგივე მოვუყევი. ეჭვი მაქვს, რომ ადგილი დივერსიასთან გვაქვს”,-აცხადებს სინჯიკაშვილი.

იტვირთბა....