aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“აიისას” პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით

aviabiletebi
ავიაბილეთები

“როგორც იცით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება და აიისა • aiisa-ს გარდა ჯარიმისა, აუკრძალა 4 დიზაინის პრეზერვატივის რეალიზება და რეკლამა. ასევე დაავალა პროდუქციის ქსელიდან ამოღება.”- აიისას ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ისინი ამ გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლეს პროტესტს უცხადებენ.  პრეზერვატივზე, რომლის დიზაინიც გიორგი მშვენიერაძემ შეუკვეთა, მოსამარლე ლევნ მურუსიძეა გამოსახული.

“აიისა თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ლახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიუხედავად ამისა, აიისას მოუწევს გადაწყვეტილების შესრულება, ამიტომ:

1. აიისა საკუთარი ინიციატივით აღარ შექმნის იმ 4 დიზაინის პროდუქტს, რაც სასამართლომ აკრძალა, თუმცა ყველას გთავაზობთ (მისსავე ვებ-გვერდზე, განყოფილებაში #გაბანტე) თქვენ თავად შექმნათ პროდუქტის მსგავსი ან სხვა დიზაინი და აიისა მას დაგიმზადებთ და მოგაწვდით;

2. მე, როგორც რიგითი მოქალაქე (და არა აიისას წარმომადგენელი), ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელმაც მსგავსი სერვისით ვისარგებლე და რა თქმა უნდა ჩემს მიერ შექმნილი პირველივე დიზაინი თავად აიისას საქმეს ეძღვნება. გიზიარებთ ამ დიზაინის ლინკს, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და თქვენც შეუკვეთოთ იმავე დიზაინის პროდუქცია. ეს არის პროტესტი მოსამართლე მურუსიძის „ვაი საკვირველ“ გადაწყვეტილებაზე. სწორედ ამ კონკრეტული დიზაინის პროდუქციის რეალიზებით შემოსული თანხით აიისა გადაიხდის ჯარიმას, 500 ლარს, რომელიც სასამართლომ დააკისრა.”

იტვირთბა....