aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხანიშვილი: “აზიური ფაროსანას აბსოლუტური მოსპობა შეუძლებელი ამოცანაა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, “აზიური ფაროსანას აბსოლუტური მოსპობა შეუძლებელი ამოცანაა”, – ამის შესახებ  მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

ხანიშვილმა კომიტეტის წევრებს მსოფლის ქვეყნების გამოცდილება და სტატისტიკური მონაცემები წარუდგინა და აღნიშნა, რომ საქართველოში მავნებელ მწერთან ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს.  ხანაშვილი ამბობს, რომ ამ მწერთან ბრძოლაში საქართველოზე ძლიერი ქვეყნებიც კი უძლურები არიან. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ახლა მათი მთავარი მიზანი ფაროსანას მაქსიმალური შემცირებაა.

„აზიური ფაროსანას აბსოლუტური მოსპობა შეუძლებელი ამოცანაა. საქართველოზე ბევრად ძლიერი ტექნიკური, მატერიალური და ფერმერული მეურნეობებით აღჭურვილი ქვეყნები, სამწუხაროდ, ვერ ახერხებენ პრობლემის აღმოფხვრას. რეალურად, მისი გაკონტროლება ხდება ისეთ სივრცეში, რაც სოფლის მეურნეობისთვის იქნება შედარებით ნაკლები ზიანის მომტანი და რაღაც გარკვეულ ფარგლებში მოექცევა ეს ზიანი. ჩვენი ამოცანაც არის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ, მაგრამ თუ მივაღწიეთ იმას, რომ მაქსიმალურად შევამცირეთ ან გავანადგურეთ აზიური ფაროსანა, ეს იქნება ძალიან ახალი სიტყვა ამ რეალობაში და ეს იქნება ძალიან კარგი“, – განაცხადა ხანიშვილმა.

 

იტვირთბა....