aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ეკლესია ააშენეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ეკლესია ააშენეს.

ავღანეთში მაზარ-ი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა „წმინდა გობრონის“ სახელობის ეკლესიის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში დაიწყეს და 2018 წლის იანვრის დასაწყისში დაასრულეს. ეკლესიის მშენებლობამდე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის გერმანულ ბაზაზე მხოლოდ სალოცავი ოთახი არსებობდა. სალოცავის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ასეულის პირადმა შემადგენლობამ და ავღანეთში მყოფმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო კაპელანმა, მამა გობრონმა ერთსულოვნად მიიღო. მშენებლობა 2 თვეს გრძელდებოდა.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედროებმა ეკლესიის მშენებლობა ბაზის პერსონალისთვის გამოსაჩენ ადგილას, ქართველი ჯარისკაცების ყაზარმის გვერდით მდებარე სივრცეში გადაწყვიტეს. III ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს ეკლესიის მოსაწყობად საჭირო დამხმარე მასალები ბაზაზე მყოფმა სხვა ეროვნების სამხედრო მოსამსახურეებმაც მიაწოდეს. მშენებლობა და მოპირკეთება კი მთლიანად ქართველმა სამხედროებმა ითავეს. მოეწყო სალოცავი, სალოცავის ეზო, ასევე ავღანეთში დაღუპული ქართელი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი და სამრეკლო.

ეკლესიის ეზოში დარგულია ხეები, ეკლესია და მისი გალავანი ქვებით არის მოპირკეთებული. მაზარ-ი-შარიფში დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფს საკუთარი სამხედრო მოძღვარი არ ჰყავს, შესაბამისად საეკლესიო დღესასწაულებზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფის კაპელანი წირვა-ლოცვას პერიოდულად აღავლენს.

იტვირთბა....