aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ავღანეთთან ურთიერთობაში სრულიად სხვა სახის ეკონომიკური შესაძლებლობები იხსნება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე საქართველოსა და ავღანეთის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა:

“გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ავღანეთის პრეზიდენტთან, და უნდა ვთქვა, რომ სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება ავღანეთთან ურთიერთობაში ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. ასევე გვქონდა საუბარი ქართული კომპანიებისთვის შესაძლებლობაზე, რომ ავღანეთის სახელმწიფო შესყიდვებში მიიღონ მონაწილეობა, რაზეც პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა, რომ ისინი დიდი სიამოვნებით განიხილავენ ასეთ წინადადებას”, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი მოჰამედ აშრაფ-ღანს მიუნხენში გამართული უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

იტვირთბა....