aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დედაქალაქში ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქში ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის. მისი თქმით, პროექტის განხორციელებისთვის 4 მლნ ლარი დაიხარჯება.

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაიონები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა არის. არის ქუჩები, სადაც ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია ლოდინის ინტერვალი. ბევრი ლოდინი უწევთ ადამიანებს, ვიდრე ავტობუსი გამოივლის. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ქუჩები სამწუხაროდ ყველა რაიონშია და როცა ჩვენ ჩამოვიყვანთ ახალ ავტობუსებს და პარკი შეიცვლება, ყველა რაიონში ეს პრობლემა მოგვარდება”, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....