aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების 99% სამ საათში გაიყიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკული როკ-ჯგუფის „აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების 99% სამ საათში გაიყიდა, -ინფორმაციას სოციალურ ქსელში შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს:

„გვსურს გაცნობოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბილეთებთან დაკავშირებით: Aerosmith-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების 99 პროცენტი სამ საათში გაიყიდა; Aerosmith-ის კონცერტის მიმართ გამოხატულმა ინტერესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს მსმენელებს; ბილეთების გაყიდვა დღეს, დილის 09:00 საათზე დაიწყო და დღის 12:00 საათისთვის მათი 99% უკვე გაყიდული იყო“, – აღნიშნულია Black Sea Arena-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Check In Georgia-ს პროექტის ფარგლებში, 20 მაისს, Black Sea Arena როკის შემსრულებელ, ლეგენდარულ ჯგუფს Aerosmith-ს უმასპინძლებს. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის – Aero-Vederci Baby! ფარგლებში წარსდგება.

იტვირთბა....