aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის აეროპორტში ფასები უფრო მაღალია ვიდრე ბარსელონაში: Ryanair-ი საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.  ამის შესახებ  ჟურნალისტებს კომპანიის მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელმა ნილ ოკონერმა განაცხადა, რომელიც საავიაციო ფორუმში CONNECT 2018  მონაწილეობს.

“ წინა ხელისუფლების დროს შეცდომები იქნა დაშვებული. თბილისის აეროპორტი გადაეცა კონკრეტულ კომპანიას და დაწესდა ძალიან მაღალი ტარიფები. ასეთი ტარიფები ევროპის ყველაზე დიდ ქალაქებშიც კი არ არის, მაგალითად ბარსელონაში.  არადა თბილისში მხოლოდ 3 მილიონი მგზავრია. 40-50 მიმართულებიდან კი ევროპაში მხოლოდ 10-ზე ნაკლები სრულდება.

სამწუხაროდ ვერ შევძელით, რომ ამ ეტაპზე  რაიმე სახის შეთანხმებისთვის მიგვეღწია. ვერ შევთანხმდით, ვერც ქუთაისის და ვერც თბილისის აეროპორტთან.  მოხარულები ვიქნებით განვაახლოთ მოლაპარაკებები. მომავალ წლებში ზრდის მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. არ არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია ფრენების დაწყება ქუთაისში ან თბილისში.

თბილისი ბაზარია, რომელსაც სჭირდება განვითარება, აქ შეზღუდული ფრენების მიმართულებებია. ძალიან ბევრი რეისი სრულდება სტამბოლის გავლით. არა მგონია დაბალბიუჯეტიანი აეროპორტი ძვირი აეროპორტისგან 200 კილომეტრში იყოს გამოსავალი. პრობლემა სწორედ ძვირი აეროპორტია. ხარჯები თბილისში ძალიან მაღალია” – განაცხადა ნილ ოკონერმა.

 

იტვირთბა....