aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადვოკატი: “ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტის გამოძიება გაყალბებული იყო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილ პრემიერ და შს მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ივანე მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერები ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ივანე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტის გამოძიება და შიდა მოკვლევა გაყალბებული იყო

გიორგი ჩივიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გაყალბებული მონაცემები სტრასბურგის სასამართლოს მიაწოდა.

ჩანაწერებში ჩანს, რომ დავით ცუხიშვილი, რომელიც იმყოფება მირზა სუბელიანთან და ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად, ადასტურებს, რომ ცხრა თვე ელოდებოდნენ, სანამ მას დაჰკითხავდნენ. ვინ არის დავით ცუხიშვილი. 2013 წლის 14 დეკემბერს, როდესაც მოხდა ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა, გატაცება შეიძლება ასე ითქვას, მიყვანა მთავარ პროკურორთან და მისგან მოთხოვნა გაურკვეველი ინფორმაციების, სწორედ ამ პერიოდში, დავით ცუხიშვილი მუშაობდა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლად. ეს ადამიანი იყო მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, რაც დასტურდება ამ საუბრებითაც, რაზეც ახლა ვსაუბრობ. ეს ადამიანი უშუალოდ აწარმოებდა მოკვლევას მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ამ ადამიანს აქვს დათვალიერებული ვიდეოკადრები, რომელიც უნდა ყოფილიყო მარშრუტი, რაც გაიარეს სასჯელაღსრულების დეპრტამენტამდე, N9 დაწესებულებიდან და ეს ადამიანი ათვალიერებს ასევე ჟურნალს, სადაც ხდება ადამიანებისა და მანქანების შესვლა და გასვლა, სადაც მერაბიშვილი იყო და არის მოთავსებული. ეს ადამიანი წერს პატაკებს, თითქოს მის მიერ ჩატარებული მოქმედებების შედეგად ვერაფერი საინტერესო ვერ დადგინდა. ეს ადამიანი უთითებს, რომ კამერებში მანქანების გადადგილება ჩანს, მაგრამ საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინა. ამის შემდეგ პროკურატურაში გამოძიება, ისევ მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით. იქაც იკითხება მოწმის სახით დავით ცუხიშვილი, სადაც ამბობს, რომ ჩაატარა მოკვლევა და ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოაჩინა. შესაბამისად, გვაქვს სრული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე მირზა სუბელიანის დავალებით ჩართული იყო აღნიშნული საქმის ფალსიფიცირებასა და გაყალბებაში“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

იტვირთბა....