aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილი უკრაინის იუსტიციის სამინისტროს უჩივის

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი  უკრაინის იუსტიციის სამინისტროს უჩივის და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საექსტრადიციო შემოწმება უკანონოა. სააკაშვილის ადვოკატმა ჩერნოლუცკიმ  დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ  სააკაშვილმა კიევის საოლქო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით გუშინ მიმართა. მისი თქმით, მიუხედავად ზეწოლისა, სასამართლო მიუკერძოებელი იქნება და მათ სარჩელს დააკმაყოფილებს.

„ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, სასამართლო მაინც იქნება მიუკერძოებელი და სამართლიანი.  იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს სარჩელს დააკმაყოფილებს, შესაბამისად, შეწყვეტს ამ საექსტრადიციო შემოწმებას და უკრაინის პროკურატურას აღარ ექნება სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საშუალება“, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

იტვირთბა....